ძიუდო | მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი გიორგი სარდალაშვილი დღეს პარიზში ოქროს მედლისთვის იჭიდავებს #1TVSPORT
პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე დღეს ძიუდოისტთა ტურნირი იწყება, სადაც მსოფლიო მოქმედი ჩემპიონი გიორგი სარდალაშვილი (60კგ) თავის სადებიუტო ოლიმპიადაზე ოქროს მედლისთვის იჭიდავებს.
21 წლის ქართველი პირველი წრეში დაისვენებს, მერვედფინალში კი კონგოელ არნოლდ კისოკასა და ისრაელის ნაკრების წევრს, იამ ვოლჩაკს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყება. ფინალური ბლოკი კი 18:00 საათზე გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ ძიუდოისტთა ტურნირი 2 აგვისტოს დასრულდება. 3 აგვისტოს კი პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე შერეული გუნდური შეჯიბრება გაიმართება, რომელშიც საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად იასპარეზებს.