ძიუდო | სარდალაშვილმა პარიზის გრანდ სლემზე პირველი გამარჯვება მოიპოვა,ზირაქაშვილი ტურნირს გამოეთიშა #1TVSPORT
ძიუდო | სარდალაშვილმა პარიზის გრანდ სლემზე პირველი გამარჯვება მოიპოვა,ზირაქაშვილი ტურნირს გამოეთიშა #1TVSPORT

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში დღეს სტარტი აიღო 50-ე საიუბილეო გარნდ სლემმა ძიუდოში. ტურნირის პირველ დღეს ორი ქართველი – გიორგი სარდალაშვილი (-60) და თენგო ზირაქაშვილი (-66) ასპარეზობდნენ, რომელთაგან შემდეგ ეტაპზე გასვლა მხოლოდ სარდალაშვილმა მოახერხა.

ქართველმა პირველ შეხვედრაში ვიეტნამელი დუკ დატ ჩუ ვაზარით დაამაცხა და მერვედფინალში იჭიდავებს. სარდალაშვილი მეოთხედფინალში გასასვლელად უკრაინელ არტიომ ლესიუკს დაუპირისპირდება.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ 2023 წელს პარიზში საქართველოს ნაკრების ორმა წევრმა – ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ.) და ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ.) ოქროს მედლები მოიპოვეს, ლუკა მაისურაძე (90 კგ.) კი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.