სარდალაშვილი იერუსალიმის მასტერსის მეოთხედფინალშია, ლიპარტელიანი იაპონელთან დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT

ისრაელის დედაქალაქ იერუსალმში დღეს სტარტი აიღო წლის შემაჯამებელმა ტურნირმა ძიუდოში. სპორტის ამ სახეობაში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ გათამაშებაზე, მასტერსზე საქართველოს ნაკრები სამი სპორტსმენით ასპარეზობდა, რომელთაგანაც შეჯიბრებაზე წარმატებულად ახალგაზრდა გიორგი სარადალაშვილი (60კგ) გამოდის.

ქართველმა პირველ დაპირისპირებაში უზბეკ დილშოდბეკ ბარათანოვს იპონით სძლია და მეთხედფინალში იჭიდავებს. სარდალაშვილის მეტოქე აზრბაიჯანელი ბაირამოვი იქნება. ტურნირზე გამომსველი დანარჩენი ორი ქართველი ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი (57კგ) და ვაჟა მარგველაშვილი (66კგ) პირველსავე დაპირისპირებებში დამარცხდნენ.

ლიპარტელიანმა იაპონელ ცუკასა იოშიდასთან მსაჯების საეჭვო გადაწყვეტილებით წააგო, მარგველაშვილი კი ფრანგ მაქსიმ გობერთან მტკივნეული ილეთით დამარცხდა.

შეჯიბრებაზე წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყო, ხოლო ფინალური ბლოკი 19:00 საათზე გაიმართება.