ძალოსნობა | მსოფლიო ჩემპიონატზე 9 დეკემბერს კახი ასანიძე იასპარეზებს #1TVSPORT
კოლუმბიის დედაქალაქი ბოგოტა ძალოსნობაში მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს. საქართველოს ნაკრების წარმომადგენელთაგან 9 დეკემბერს ფიცარნაგზე 73 კგ. წონით კატეგორიაში კახი ასანიძე იასპარეზებს.
ასპარეზობა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულების ათვლა დაიწყო.