16 სექტემბერს ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე მედლების მორიგი კომპლექტი გათამაშდება #1TVSPORT
16 სექტემბერს ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე მედლების მორიგი კომპლექტი გათამაშდება #1TVSPORT

საუდის არაბეთში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე, 16 სექტემბერს მედლების მორიგი კომპლექტი გათამაშდება. შაბათს ფიცარნაგზე 109 კგ. წონითი კატეგორიის ძალოსნები გავლენ.

საქართველოს ნაკრების ღირსებას ზაზა ლომთაძე და გიორგი ჩხეიძე დაიცავენ.

ერევანში გამართულ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე, გიორგი ჩხეიძეს ორჭიდში ვერცხლის, ხოლო ზაზა ლომთაძეს აკვრაში ბრინჯაოს მედალი გადაეცა.

16 სექტემბერს, 20 საათსა და 10 წუთიდან, მსოფლიო ჩემპიონატის პირდაპირ ტელერეპორტაჟის ხილვის შესაძლებლობა გულშემატკივარს ტელესკოლის ეთერში ექნება.