ძალოსნობა I ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წევრი ირაკლი გობეჯიშვილი მეშვიდე ადგილზე გავიდა #1TVSPORT
ძალოსნობა I ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წევრი ირაკლი გობეჯიშვილი მეშვიდე ადგილზე გავიდა #1TVSPORT

ერევანში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წევრმა, ირაკლი გობეჯიშვილმა 96 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა.

ქართველმა ძალოსანმა ატაცში 160 კგ დაძლია და მეხუთე ადგილზე გავიდა.

გობეჯიშვილმა აკვრაში 187 კგ დააფიქსირა და მეშვიდე იყო. ორჭიდის ჯამში 347 კგ-ით ქართველმა ძალოსანმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა ასევე მეშვიდე ადგილზე დაასრულა.