ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ირაკლი ჩხეიძე მეხუთე ადგილზე გავიდა [ვიდეო] #1TVSPORT
მოსკოვში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე 10 აპრილს 102 კგ. წონით კატეგორიაში ირაკლი ჩხეიძემ იასპარეზა.
ქართველი სპორტსმენი აკვრაში, ატაცსა და ორჭიდის ჯამშიც მეხუთე ადგილზე გავიდა.
შეჯიბრი 12 საათზე დაიწყო და პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი გადასცემდა.
საღამოს, კერძოდ კი 21 საათზე ფიცარნაგზე უკვე ანასტასია გოტფრიდი ავა და ამჯერად, რეპორტაჟს ტელესკოლის ეთერში იხილავთ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 9 აპრილს ანტონ პლესნოიმ ოქროს სამი მედალი მოიპოვა და მოსკოვში საქართველოს ჰიმნი ააჟღერა.