ძალოსანი თორნიკე ტაბატაძე მილანში ორი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა
მილანში 17 წლამდე ძალოსანთა ევრო პირველობაზე თორნიკე ტაბატაძემ ატაცში 143, 147 კგ დაძლია და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
აკვრაში ტაბატაძემ 170, 177 დაიმორჩილა. ორჭიდის ჯამში კი 324 კილოგრამით ევროპირველობის კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე შედგა.
+94 კგ. წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების კიდევ ერთმა წევრმა აკაკი ტალახაძემ ატაცში სამივე ცდა წარმატებით გამოიყენა (133, 138, 142), აკვრაში 161 კგ დაძლია და ორჭიდის ჯამში 303 კგ. დააფიქსირა.