რატი ბრეგაძეს, ილჰამ ალიევის სახელით, აზერბაიჯანის სახელმწიფო მედალი გადაეცა
რატი ბრეგაძეს, ილჰამ ალიევის სახელით, აზერბაიჯანის სახელმწიფო მედალი გადაეცა

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სამართლებრივი ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, აზერბაიჯანის იუსტიციის მინისტრმა, ფიქრეთ მამედოვმა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის სახელით, საქართველოს იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს აზერბაიჯანის იუსტიციის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებული სახელმწიფო მედალი გადასცა.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრი საქართველოში ქართულ-აზერბაიჯანული სამართლებრივი ფორუმის ფარგლებში იმყოფება. ფორუმი ბათუმში წელს პირველად, მიმდინარე წლის მარტში გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში იმართება. ორი ქვეყნის სამართლებრივი ფორუმი ყოველწლიურ სახეს მიიღებს, რაც ქართულ-აზერბაიჯანულ დარგობრივ თანამშრომლობას კიდევ უფრო გაამყარებს.

ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.