ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ის ინსტიტუციური მრჩეველი დენიელ ჯუდი მედლით „ღირსეული პარტნიორი" დააჯილდოვა
ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ის ინსტიტუციური მრჩეველი დენიელ ჯუდი მედლით „ღირსეული პარტნიორი" დააჯილდოვა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის სამინისტროში აშშ-ის ინსტიტუციური მრჩეველი დენიელ ჯუდი მედლით „ღირსეული პარტნიორი“ დააჯილდოვა და გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აშშ-ის მრჩეველმა უწყებრივი ჯილდო საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის წარმატებით განხორციელებაში, თავდაცვის სამინისტროს ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარებასა და აშშ-საქართველოს შორის სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავების პროცესში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მიიღო.

დენიელ ჯუდი საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მრჩევლად 2018 წლის აპრილიდან 2020 წლის დეკემბრამდე იყო მოვლენილი. მას ამ პოზიციაზე რობერტ ჰამილტონი ჩაანაცვლებს.