ზუგდიდში წარჩინებული სკოლადამთავრებულები დაჯილდოვდნენ
ზუგდიდში წარჩინებული სკოლადამთავრებულები დაჯილდოვდნენ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში წარჩინებული, მედალოსანი სკოლადამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტს 86 მედალოსანი ჰყავს, მათ შორისაა 60 ოქროსა და 26 ვერცხლის მედალოსანი.

„წარჩინებულ სკოლადამთავრებულებს, ოქროსა და ვერცხლის მედალოსნებს გილოცავთ დღევანდელ დღეს. წინსვლას და წარმატებებს გისურვებთ. ის რომ, ამდენი მედალოსანი გვყავს, ეს პირველ რიგში, პედაგოგებისა და მშობლების დამსახურებაა. თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე და იმედს ვიტოვებ, თქვენს ცოდნასა და გამოცდილებას რეგიონის განვითარებას მოახმართ. წარჩინებული ახალგაზრდების ხელშეწყობა მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტია, ჩვენ თქვენს საჭიროებებზე მორგებულ პროგრამებს ვახორციელებთ, რომლით სარგებლობა ნებისმიერ თქვენგანს შეუძლია. მინდა აღვნიშნო, რომ 17 სექტემბრიდან პედაგოგები, მუნიციპალური ტრანსპორტით უფასო ისარგებლებენ, ეს იყო ჩემი წინასაარჩევნო დაპირება, რომელიც ძალაში შევიდა“, – აღნიშნა ლაშა გოგიამ.

მედალოსნები დააჯილდოვეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა ლაშა გოგიამ, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიამ, მერის მოადგილემ მაიზერ ნანავამ, ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში მერაბ ქვარაიამ, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა კახა ფარცვანიამ და განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტის და ახლაგაზრდულ საქმეთა სამასახურის წარმომადგენლებმა, წარმატებები უსურვეს და საჩუქრად სიგელები და წიგნები გადასცეს, აგრეთვე მედალოსნები 30 აგვისტოს ანაკლიის აკვაპარკში უფასოდ დაისვენებენ.

რესურსცენტრის ხელმძღვანელმა კახა ფარცვანიამ განათლების სისტემის მხარდაჭერისთვის მერიას მადლობა გადაუხადა.

დაჯილდოების ცერემონიას მოსწავლეები, მშობლები, პედაგოგები და სკოლის დირექტორები ესწრებოდნენ.