ძალიან გაგვიჭირდა ამ ფაქტის აღიარება - ბათუმის „დინამო“ გიორგი ნავალოვსკის კარიერის დასრულებას გამოეხმაურა #1TVSPORT
ბათუმის „დინამო“ გამოეხმაურა გუნდის გამოცდილი მცველის, გიორგი ნავალოვსკის გადაწყვეტილებას, რომელმაც კარიერის დასრულება გადაწყვიტა.
„ძალიან გაგვიჭირდა ამ ფაქტის აღიარება, მაგრამ უკვე ოფიციალურად შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ გიორგი ნავალოვსკიმ საფეხბურთო კარიერა დაასრულა. მადლობა გიოს ბრწყინვალე საფეხბურთო კარიერისთვის, ბათუმის „დინამოში“ გატარებული თითოეული წუთისთვის და ნამდვილი მეგობრობისთვის. ჩვენი კლუბის თითოეული წევრი მას წარმატებებს და ბედნიერ მომავალს უსურვებს“ – წერია ბათუმის „დინამოს“ განცხადებაში.
ბათუმის „დინამოსა“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების მარცხენა მცველმა გადაწყვეტილება სეზონის დასრულების შემდეგ მიიღო და 18-წლიანი საფეხბურთო კარიერა დაასრულა. ნავალოვსკი ბათუმის „დინამოში“ 2019 წელს ჩაირიცხა და გუნდის ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშე იყო.
36 წლის ფეხბურთელი 2008-21 წლებში საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავდა და მისი ფორმით 41 მატჩი ჩაატარა. „ჯვაროსნებიდან“ 2021 წლის ნოემბერში, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე, საქართველოსა და შვედეთის ნაკრებების შეხვედრამდე გააცილეს და საგანგებო ჯილდო გადასცეს.