ტრავმიანობა გრძელდება - საქართველოს ნაკრებს კიტეიშვილი და ნავალოვსკიც დააკლდა
ტრავმიანობა გრძელდება - საქართველოს ნაკრებს კიტეიშვილი და ნავალოვსკიც დააკლდა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრები თბილისში შეიკრიბნენ და ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით ერთა ლიგის მეორე გათამაშებისთვის მზადება დაიწყეს.

თუმცა, ჯერ გუნდი სრული შემადგენლობით არ შეკრებილა. ქვეყნებს შორის დაწესებული სამოგზაურო და საკარანტინე შეზღუდვების გამო, ლეგიონერების უმრავლესობა საწვრთნელ პროცესში პირველი სექტემბრიდან ჩაერთვება. ამის გამო, ნაკრებში მხოლოდ ეროვნულ ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელებმა და თურქულ სუპერლიგაში მოასპარეზე საბა ლობჟანიძემ ივარჯიშეს.

ვლადიმირ ვაისის მიერ ესტონეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან დასახელებულ შემადგენლობაში მორიგი იძულებითი ცვლილება განხორციელდა. სამწუხაროდ, სექტემბერში დაგეგმილ მატჩებში, ჯიმი ტაბიძისა და ლაშა დვალის შემდეგ, ნაკრებს გიორგი ნავალოვსკი და ოთარ კიტეიშვილიც დააკლდნენ – მიზეზი ამჯერადაც ტრავმებია.

მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით, ეროვნული ნაკრების შემადგენლობას კიდევ ერთი ფეხბურთელი დაემატა. ნაკრებთან ერთად ტალინსა და თბილისში დაგეგმილი მატჩებისთვის ბათუმის „დინამოს“ წევრი მამუკა კობახიძე მოემზადება. ამ დროისთვის, საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 25 ფეხბურთელია გამოძახებული. საწვრთნელი პროცესი სამი სექტემბრის ჩათვლით თბილისის ზღვაზე მდებარე „ზესტაფონის“ ბაზაზე შედგება.

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი),სოლომონ კვერკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ნიკა მალი (საბურთალო, თბილისი), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი), დავით კობოური (დინამო, თბილისი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ვაკო გვილია (ლეგია, პოლონეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), გიორგი აბურჯანია (ტვენტე, ჰოლანდია), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, კვიპროსი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), ზურიკო დავითაშვილი (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), გიორგი კუცია (დინამო, თბილისი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, კვიპროსი), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, თურქეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ლევან შენგელია (ქონიასპორი, თურქეთი),

ერთა ლიგის მეორე გათამაშების პირველი და მეორე ტურის კალენდარი:

5 სექტემბერი, 20:00 საათი

ესტონეთი – საქართველო

8 სექტემბერი, 20:00 საათი

საქართველო – ჩრდილოეთ მაკედონია

დატოვე კომენტარი