კარიერა მიხეილ ალავიძემაც დაასრულა - ის და გიორგი ნავალოვსკი ბათუმის „დინამოს“ აკადემიაში იმუშავებენ #1TVSPORT
კარიერა მიხეილ ალავიძემაც დაასრულა - ის და გიორგი ნავალოვსკი ბათუმის „დინამოს“ აკადემიაში იმუშავებენ #1TVSPORT

ბათუმის „დინამოს“ მეკარემ, მიხეილ ალავიძემ, გიორგი ნავალოვსკის მსგავსად, საფეხბურთო კარიერის დასრულება გადაწყვიტა, მაგრამ კვლავ კლუბში იმუშავებს, – ინფორმაციას საქართველოს ვიცე-ჩემპიონის პრესსამსახური ავრცელებს.

„გიორგი ნავალოვსკი და მიხეილ ალავიძე საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ ისევ ჩვენს კლუბში იმუშავებენ – ორივე ბათუმის „დინამოს“ საფეხბურთო აკადემიის განვითარებაზე იზრუნებს“, – წერია კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გიორგი ნავასლოვსკი და მიხეილ ალავიძე ბოლო წლებში ბათუმის „დინამოში“ თამაშობდნენ და გასული სეზონის შემდეგ კლუბი ერთდროულად დატოვეს.

ნავალოვსკიმ კარიერის დასრულების შესახებ სეზონის ბოლოს განაცხადა, ალავიძეს კი ეროვნული ლიგის კლუბები იწვევდნენ და მისი გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა. 35 წლის გოლკიპერმა ბათუმის გუნდში 8 სეზონი ითამაშა და 195 მატჩი ჩაატარა.