დვაიტ ჰოვარდმა განაცხადა, რომ ჩატენვების კონკურსში მისთვის ბურთი კობი ბრაიანტს უნდა აეგდო (ვიდეო)
დვაიტ ჰოვარდმა განაცხადა, რომ ჩატენვების კონკურსში მისთვის ბურთი კობი ბრაიანტს უნდა აეგდო (ვიდეო)

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ჩატენვების კონკურსს დვაიტ ჰოვარდი უბრუნდება. ლოს ანჯელეს „ლეიკერსის” ცენტრი აღნიშნულ კონკურსზე 2009 წლის შემდეგ, კვლავ იასპარეზებს. დვაიტმა 2007, 2008 და 2009 წლებში სამჯერ ზედიზედ მიიღო მონაწილეობა ჩატენვების კონკურსში.

„სტეიპლს ცენტრში” „სან ანტონიოსთან” მოპოვებული დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ ჰოვარდმა ამერიკულ მედიას ინტერვიუ მისცა და ერთი საინტერესო ფაქტი გაამხილა. როგორც დვაიტმა ჟურნალისტებს აუხსნა, ჩატენვების კონკურსში წელს ის კობი ბრაიანტთან ერთად უნდა წარდგენილიყო.

კობი ბრაიანტი და დვაიტ ჰოვარდი ლოს ანჯელეს „ლეიკერსში” თანაგუნდელები ერთი წლის განმავლობაში იყვნენ.