დრეზდენში რასიზმის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე 40 ათასი ადამიანი მივიდა. მიტინგის მონაწილეები უცხოელების წინააღმდეგ ზიზღისა და მათი დამცირების წინააღმდეგ გამოვიდნენ. მასშტაბური დემონსტრაციის მონაწილეთა შორის იყვენენ ხელისუფლების წარმომადგენლებიც. მათ შორის, გერმანიის ვიცე-კანცლერი და ფინანსთა მინისტრი ოლაფ შოლცი.
შეგახსნებთ, რომ საქსონიაში ერთ კვირაში ადგილობრივი პარლამენტის არჩევნებია დანიშნული. წინასწარი გამოკითხვებით, ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ამ რეგიონში მეორე ადგილს დაიკავებს.
სოციოლოგიური კვლევებით, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ საქსონიის პარლამენტში ადგილების 24 პროცენტს მიიღებს, ხოლო „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“ – 30 პროცენტს.