დრამატული ფინალი ვალენსიაში - „ჟალგირისმა“ ბოლო წამზე მოიგო [ვიდეო]

საკალათბურთო ევროლიგაზე 22-ე ტურის 4 შეხვედრა გაიმართა. დაძაბული და ძალიან საინტერესო მატჩი შედგა ესპანეთში „ვალენსიასა“ და „ჟალგირისს“ შორის. ლიეტუველებმა გამარჯვების მოპოვება დრამატულ ბრძოლაში, ბოლო წამზე, მარიუს გრიგონისის მიერ ჩაგდებული ბურთით მოახერხეს.

ჟალგირისის“ რიგებში ყველაზე შედეგიანი 17 ქულით აუგუსტინ რუბი იყო. ჯოფრი ლოვერმა 13 ქულა დააგროვა. მატჩის მომგები ბურთის ავტორმა, მარიუს გრიგონიმა კი 12 ქულა მიითვალა.

ვალენსიელებს შორის 18 ქულით საუკეთესო კლემენ პრეპელიჩი გამოდგა. 17 ქულით დაასრულა შეხვედრა ლუის ლაბეირიმ.

22 ტურის შემდეგ საკალათბურთო ევროლიგაზე პირველ-მეორე ადგილებს 16 მოგებითა და 6 მარცხით „ბარსელონა“ და ცსკა ინაწილებენ.

 

ვალენსია-ჟალგირისი 78:79

ალბა-ცსკა 68:71

ლიონი-ბასკონია 83:77

რეალი-პანათინაიკოსი 76:66