ბელგიელი შემტევი ნახევარმცველი ტორგან აზარი მიონხენგლადბახის „ბორუსიადან“ დორტმუნდის „ბორუსიაში“ გადადის, – ამის შესახებ დაწერა დორტმუნდული გუნდის პრესსამსახურმა. 26 წლის ფეხბურთელმა 2024 წლის 30 ივნისამდე გააფორმა კონტრაქტი ბელგიის ნაკრების წევრთან.
გარიგების დეტალებს მხარეები არ ახმაურებენ.
გასულ სეზონში აზარმა 35 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა და 13 გოლსა და 12 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი. მისი სატრანსფერო ღირებულება დაახლოებით 45 მილიონ ევროს უტოლდება.