ტორგან აზარი რამდენიმე კვირას გამოტოვებს
ტორგან აზარი რამდენიმე კვირას გამოტოვებს

„დორტმუნდის“ ნახევარმცველი ტორგან აზარი რამდენიმე კვირას გამოტოვებს ბარძაყის ტრავმის გამო – ეს ინფორმაცია დაადასტურა გერმანული კლუბის პრესსამსახურმა.

აზარმა დაზიანება ბუნდესლიგის პირველ ტურში „გლადბახის“ წინააღმდეგ მატჩში (3:0) მიიღო. ბელგიელი მე-19 წუთზე შესაცვლელი გახდა.

გასულ სეზონში აზარმა 36 მატჩი ჩაატარა „დორტმუნდის“ რიგებში, შვიდი გოლი გაიტანა და 14 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.