„დორტმუნდის“ კაპიტანმა, მარკო როისმა ერთი წლით გაახანგრძლივა კონტრაქტი თავის ამჟამინდელ კლუბთან.
33 წლის ფეხბურთელის წინა ხელშეკრულება 2023 წლის ივნისის ბოლოს იწურებოდა, ახალი კონტრაქტი კი 2024 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში.
მომდევნო სეზონი მე-12 იქნება როისისთვის „დორტმუნდის“ რიგებში. მის ანგარიშზე კლუბში 161 გოლი მოდის.