„დორტმუნდმა“ მარკო როისთან კონტრაქტი გააგრძელა #1TVSPORT

11:15, 29.04.2023

„დორტმუნდის“ კაპიტანმა, მარკო როისმა ერთი წლით გაახანგრძლივა კონტრაქტი თავის ამჟამინდელ კლუბთან.

33 წლის ფეხბურთელის წინა ხელშეკრულება 2023 წლის ივნისის ბოლოს იწურებოდა, ახალი კონტრაქტი კი 2024 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში.

მომდევნო სეზონი მე-12 იქნება როისისთვის „დორტმუნდის“ რიგებში. მის ანგარიშზე კლუბში 161 გოლი მოდის.

მსგავსი