დორტმუნდის „ბორუსია“ მარიო გიოტცეს დაემშვიდობა
დორტმუნდის „ბორუსია“ მარიო გიოტცეს დაემშვიდობა

დორტმუნდის „ბორუსია“ მარიო გიოტცეს „ტვიტერის“ ოფიციალური გვერდის საშუალებით დაემშვიდობა.

„მადლობა, მარიო გიოტცე!

გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს მომავალში და გვინდა, რომ შენთან ერთად გატარებული შესანიშნავი შავ-ყვითელი წლები გავიხსენოთ“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ვიდეორგოლიც ახლავს თან.

შეგახსენებთ, რომ მარიო გიოტცე „ბორუსიას“ აღზრდილია. ნახევარმცველი მშობლიურ გუდში 2008-2013 წლებში თამაშობდა, რის შემდეგაც მიუნხენის ბაიერნში გადავიდა, თუმცა 2016 წელს კვლავ დორტმუნდში დაბრუნდა. მიმდინარე სეზონში ფეხბურთელმა 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა და სამი გოლი გაიტანა.