დონალდ ტუსკი - ბალკანეთის ქვეყნების ევროკავშირში ინტეგრაცია ევროპის ინტერესებშია
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თქმით, ბალკანეთის ქვეყნების ევროკავშირში ინტეგრაცია ევროპის ინტერესებშია, – ამის შესახებ განცხადება დონალდ ტუსკმა ტირანაში ვიზიტის დროს განაცხადა.
„ჩემი ოცენებაა, ალბანეთი გაჰყვეს იმავე გზას, რომელიც ჩემმა სამშობლომ, პოლონეთმა გაიარა. თქვენი ისტორიიდან გამომდინარე, ეჭვიც კი არ მეპარება, რომ ამას შეძლებთ“, – განაცხადა დონალდ ტუსკმა.
ტუსკის თქმით, ევროკავშირში გაწვერიანებისთვის აუცილებელია კანონის უზენაესობის უზრუნველყოფა, ორგანიზებულ კრიმინალთან ბრძოლის გააქტიურება და სასამართლო სისტემის ამბიციური რეფორმის ჩატარება.
„კიდევ ერთი გამოწვევა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისგან თანხმობის მიღებაა, რომ ივნისში ალბანეთის გაწევრიანების შესახებ მოლპარაკებები დაიწყოს. ვიცი, რომ ეს რთული გზა იქნება, მაგრამ ეჭვი არ მეპარება, რომ ალბანეთის ინტეგრაცია ჩვენი საერთო ბედისწერაა. ევროკავშირი და დასავლეთ ბალკანეთი ერთმანეთს ეკუთვნის“, – განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირში ახალი წევრის მისაღებად ორგანიზაციის ყველა წევრი სახელმწიფოს თანხმობაა საჭირო.
დონალდ ტუსკმა ალბანეთში ჩასვლით ბალკანური ტურნე დაიწყო. უახლოეს დღეებში ის მაკედონიაში, სერბეთსა და მონტენეგრშიც ჩავა.