გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი გამოვიდა მოწოდებით, ევროკავშირში ბალკანეთის სახელმწიფოები რაც შეიძლება მალე მიიღონ
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი გამოვიდა მოწოდებით, ევროკავშირში ბალკანეთის სახელმწიფოები რაც შეიძლება მალე მიიღონ

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი გამოვიდა მოწოდებით, ევროკავშირში ბალკანეთის სახელმწიფოები რაც შეიძლება მალე მიიღონ.

ბერბოკი ამის შესახებ საავტორო სტატიაში წერს, რომელიც 2004 წელს ევროკავშირის დიდი გაფართოების 20 წლის იუბილეს ეძღვნება. როგორც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, ე.წ. რუხი ზონები ბალკანეთში ან ევროკავშირის აღმოსავლეთით დიდ საფრთხეს წარმოადგენს.

„ჩვენ არ უნდა დავუშვათ ასეთი რუხი ზონები, რადგანაც ვლადიმირ პუტინისთვის ეს მიპატიჟებაა ჩარევისა და დესტაბილიზაციისთვის“, – წერს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი.

ბერბოკის განცხადებით, ევროგაერთიანებამ არ უნდა დაუშვას, რომ კიდევ ერთი თაობა იცდიდეს ევროკავშირის მოსაცდელ დერეფანში.

„ევროკავშირის გაფართოება დღეს გეოპოლიტიკური აუცილებლობაა. ჩვენ არ უნდა გავუშვათ ხელიდან შანსი, რომ ჩვენი კავშირი უფრო დიდი, ძლიერი და, შესაბამისად, უსაფრთხო გავხადოთ“, – აღნიშნა ანალენა ბერბოკმა.