ოლივერ ვარჰეი - თვალსაჩინოა ხელშესახები და ნათელი პროგრესი, წარსულში არც კი გვინახავს შემთხვევა, ევროკავშირის წევრობა ასეთი მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალა იყოს რიგი ქვეყნებისთვის
ოლივერ ვარჰეი - თვალსაჩინოა ხელშესახები და ნათელი პროგრესი, წარსულში არც კი გვინახავს შემთხვევა, ევროკავშირის წევრობა ასეთი მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალა იყოს რიგი ქვეყნებისთვის

დღეს წარმოგიდგენთ არა მხოლოდ გაფართოების შესახებ ანგარიშს, რომელსაც წარმოვადგენთ ყოველწლიურად, არამედ დღეს ასევე წინ წამოვწევთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხს, პასუხს, კერძოდ, რომ მოვახდინოთ გაფართოების პროცესის დაჩქარება, რეკომენდაციები გაცემულ იქნა ამ მიმართულებით, – ამის შესახებ სამეზობლოსა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა.

მისივე თქმით, თვალსაჩინოა ხელშესახები, ნათელი პროგრესი და აღნიშნა, რომ „წარსულში არც კი გვინახავს შემთხვევა, ევროკავშირის წევრობა ასეთი მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალა იყოს რიგი ქვეყნებისთვის“.

„მე ახლა მსურს, ხაზი გავუსვა კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, რომელიც დღეს მივიღეთ და ეს გახლდათ ის, რომ შევიმუშაოთ გეგმა დასავლეთ ბალკანეთისთვის. ვფიქრობთ, ეს ახალი და უფრო მნიშვნელოვანი მიდგომა იქნება ეკონომიკური და სოციალური ლაფსუსის დასახურად, რომელიც არსებობს დასავლეთ ბალკანეთსა და ევროკავშირს შორის. ასევე შესაძლებლობების შესაქმნელად, რათა დროულად მოხდეს რეგიონის ინტეგრირება ევროკავშირში იქამდე, ვიდრე ისინი უშუალოდ შემოუერთდებიან და გაწევრიანდებიან ევროკავშირში. ჩვენ ახლა მუდმივად ვსაუბრობთ ინსტიტუციურ საკითხებზე, ვსაუბრობთ ჩვენს ვალდებულებებზე, როდესაც ანგარიშს წარმოგიდგენთ, მაგრამ, მოდით, ამ ეტაპზე ვფოკუსირდეთ რეალურ ინტეგრაციაზე. როგორ მოვახდენთ ინტეგრაციის დაჩქარებას, ეკონომიკის, ჩვენი საზოგადოების, ქვეყნებისა და როგორ დავუახლოვდებით ჩვენს დასავლელ ბალკანელ პარტნიორებს.

ნამდვილად, ეს ხელშესახები სარგებელია ორივე მხარისთვის და სარგებელს მოუტანს მათ, ჩვენ, იქამდე, ვიდრე უშუალოდ ევროკავშირის წევრი ქვეყნები გახდებიან. ეს ასევე გახდა მოთხოვნა, რომელიც წაყენებულ იქნა წევრი ქვეყნების მიერ. ასევე, ჩვენს გეგმაშიც შედიოდა, როდესაც დავიწყეთ ამ მიმართულებით მუშაობა 2020 წელს, როდესაც მოლაპარაკებების მაგიდაზე გაფართოების შესახებ ახალი მეთოდოლოგია შევიმუშავეთ.

გეგმა მიმართულია ოთხი მიმართულებით. პირველი, რომ მოხდეს ინტეგრირება დასავლეთ ბალკანელი პარტნიორებისა, რომლებსაც ნამდვილად აქვთ ინტერესი, დააჩქარონ პროცესები, რომ აიღონ ყველა შესაბამისი ვალდებულება, რაც გათვალისწინებულია ჩვენი წესებისა და ვალდებულებების მიხედვით. ჩვენ ძალიან მოხარული ვართ, რომ მათ დახმარების ხელს ვუწვდით, მოხარული ვართ, რომ მივაწვდით მათ ნებისმიერ ინსტრუმენტს ამისთვის, მაგრამ მოთხოვნა გვაქვს და ჩვენი მოთხოვნა მდგომარეობს შემდეგში, რომ ამან წვლილი უნდა შეიტანოს სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვთხოვთ მათ, რომ ერთმანეთს მოეპყრონ ისე, როგორც მოგვეპყრობიან ჩვენ. როგორც კი მათი ინტეგრირება მოხდება ევროკავშირში, უნდა მოახდინონ სხვა პარტნიორებთან დასავლეთ ბალკანეთიდან იმავე მიდგომების გამოყენება და ძალიან მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი.

ამ გეგმის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ქვაკუთხედი გახლდათ ის, რომ დავეხმაროთ დასავლეთ ბალკანელ პარტნიორებს, დააჩქარონ რეფორმების განხორციელების პროცესი, რადგანაც, რა თქმა უნდა, ინტეგრირება თავისუფალ სამყაროში ნამდვილად ძალიან რთულია და კომპლექსური რეფორმების გატარების ფასად ხდება, რომელიც ნამდვილად წაადგება დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს. სწორედ ამიტომ, ჩვენ გვსურს, მათთან ერთად დავიწყოთ ამ მიმართულებით მუშაობა და შევიმუშაოთ დეტალური გეგმა, ყოველწლიური გეგმა, რომლის საფუძველზეც, ჩვენ შევძლებთ, რეფორმების განხორციელების აქსელერაცია მოვახდინოთ. კანონის უზენაესობა, დემოკრატია – ეს გახლავთ განუყოფელი ნაწილი, ძირითადი მოთხოვნა ევროკავშირის წევრობისთვის.

მესამე ელემენტი გახლავთ ის, რომ როგორც კი მოხდება მათი ინტეგრირება ჩვენს ბაზართან და სოციალურ სისტემასთან, ეს ნიშნავს, რომ მათ ექნებათ საშუალება, გამოიყენონ ჩვენი ბაზარი და სოციალური სისტემა. ჩვენი ფინანსური მხარდაჭერის გარეშე ლაფსუსს ვერ ამოავსებენ და სწორედ ამიტომ, ჩვენ გამოვხატავთ მზაობას, ამ მიმართულებითაც დავუდგეთ მათ მხარში, უფრო მეტი ფინანსური მხარდაჭერა მივაწოდოთ, რათა პროცესების აქსელერაცია მოხდეს. სწორედ ამიტომ, მოვუწოდებთ საბჭოს, ფინანსური მხარდაჭერის უზრუნველყოფა მოხდეს მათთვის და 6 მილიარდი ევროს ოდენობით მხარდაჭერა გამოიყოს. ეს მისცემს მათ საშუალებას, ამ ფინანსური ჩარჩოს ფარგლებში, ნამდვილად წინ გადადგან ნაბიჯები. მოგახსენებთ, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის მიმართულებით ზრდაც იქნება შესამჩნევი. ჩვენი ფინანსური კონტრიბუციისა და წვლილის მეშვეობით, ჩვენ შეგვიძლია, გავაძლიეროთ რეგიონი იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც მათ სჭირდებათ და ჩვენც გვჭირდება. დიდი მადლობა“, – განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.