დონალდ ტრამპსა და ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

09:26, 18.06.2025

აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ინფორმაციას ადასტურებს თეთრი სახლის წარმომადგენელი.

ჯერჯერობით ოფიციალურად არ გამოქვეყნებულა განცხადება, თუ რა საკითხები განიხილეს და რაზე შეთანხმდნენ მხარეები.

მანამდე დონალდ ტრამპმა შეხვედრა გამართა ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან. როგორც მედიაში წერენ, შეხვედრაზე ამერიკის პრეზიდენტმა ისრაელთან ერთად ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმა განიხილა.

მსგავსი