დონალდ ტრამპმა ვლადიმირ ზელენსკი რუსეთის ახალ პრეზიდენტად მოიხსენია
დონალდ ტრამპმა ვლადიმირ ზელენსკი რუსეთის ახალ პრეზიდენტად მოიხსენია

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვლადიმირ ზელენსკი „რუსეთის ახალ პრეზიდენტად“ მოიხსენია. შეცდომაზე ამერიკელმა ჟურნალისტმა, დენიელ დეილმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გაამახვილა ყურადღება.

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადება თეთრი სახლის ვებგვერდზეც არის განთავსებული. ვლადიმერ ზელენსკისთან საუბრის სტენოგრამის გავრცელების შემდეგ დონალდ ტრამპმა თქვა, რომ უკრაინის პრეზიდენტთან შესანიშნავი საუბარი ჰქონდა.

„რუსეთის ახალმა პრეზიდენტმა, ის კარგი კაცია, განცხადება გააკეთა. იქ არაფერი იყო. არავითარი ზეწოლა მასზე არ ყოფილა“, – აღნიშნა ტრამპმა.

25 ივლისის სატელეფონო საუბარში აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინელ კოლეგას სთხოვა, დაინტერესებულიყო კომპანია „ბურისმას“ საქმით. სწორედ აღნიშნულ კომპანიაში მუშაობდა ჯო ბაიდენის შვილი, ჰანთერ ბაიდენი.

უკრაინის ყოფილი გენერალური პროკურორი, ვიქტორ შოკინი კომპანიის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების შემდეგ მოხსნეს. ტრამპი ვარაუდობს, რომ საქმეში ჯო ბაიდენია გარეული.