დონალდ ტრამპმა უკრაინაში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე გადამდგარი გენერალ-ლეიტენანტი კით დეიტონი წარადგინა
დონალდ ტრამპმა უკრაინაში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე გადამდგარი გენერალ-ლეიტენანტი კით დეიტონი წარადგინა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინაში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე გადამდგარი გენერალ-ლეიტენანტი კით დეიტონი წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

მანამდე კით დეიტონი რუსეთში აშშ-ის საელჩოში სამხედრო ატაშედ მუშაობდა. ის თავისუფლად ფლობს რუსულ და გერმანულ ენას.

ამჟამად კით დეიტონი გერმანიაში მდებარე ჯორჯ მარშალის სახელობის ცენტრს ხელმძღვანელობს.

უკრაინაში აშშ-ის ელჩის თანამდებობა 2019 წლის მაისიდან ვაკანტურია. მანამდე უკრაინაში აშშ-ის დიპლომატიურ მისიას მარი იოვანოვიჩი იკავებდა. მოგვინებით, იოვანოვიჩი დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის დროს ერთ-ერთი მთავრი მოწმე იყო.

უკრაინაში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე კით დეიტონი სენატმა უნდა დაამტკიცოს.