დონალდ ტრამპმა უკრაინაში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე გადამდგარი გენერალ-ლეიტენანტი კით დეიტონი წარადგინა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინაში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე გადამდგარი გენერალ-ლეიტენანტი კით დეიტონი წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
მანამდე კით დეიტონი რუსეთში აშშ-ის საელჩოში სამხედრო ატაშედ მუშაობდა. ის თავისუფლად ფლობს რუსულ და გერმანულ ენას.
ამჟამად კით დეიტონი გერმანიაში მდებარე ჯორჯ მარშალის სახელობის ცენტრს ხელმძღვანელობს.
უკრაინაში აშშ-ის ელჩის თანამდებობა 2019 წლის მაისიდან ვაკანტურია. მანამდე უკრაინაში აშშ-ის დიპლომატიურ მისიას მარი იოვანოვიჩი იკავებდა. მოგვინებით, იოვანოვიჩი დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის დროს ერთ-ერთი მთავრი მოწმე იყო.
უკრაინაში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე კით დეიტონი სენატმა უნდა დაამტკიცოს.