დონალდ ტრამპმა სერბეთისა და კოსოვოს ლიდერები ვაშინგტონში 27 ივნისს მოლაპარაკებებზე მიიწვია
დონალდ ტრამპმა სერბეთისა და კოსოვოს ლიდერები ვაშინგტონში 27 ივნისს მოლაპარაკებებზე მიიწვია

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სერბეთისა და კოსოვოს ლიდერები ვაშინგტონში 27 ივნისს მოლაპარაკებებზე მიიწვია. ამის შესახებ სერბეთსა და კოსოვოს შორის დიალოგში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენელმა, რიჩარდ გრენელმა „ტვიტერში“ დაწერა.

„მე ახლახან სერბეთისა და კოსოვოს მთავრობებისგან არაღიარების პოლიტიკისა და საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებული კამპანიების დროებით შეწყვეტაზე თანხმობა მივიღე, რათა 27 ივნისს ვაშინგტონში, თეთრ სახლში ქვეყნებს შორის დიალოგი შედგეს.

27 ივნისის დისკუსიებით რომელიმე მხარე უკმაყოფილო თუ იქნება, მაშინ ისინი ვაშინგტონის დატოვებისთანავე სტატუს კვოს დაუბრუნდებიან. როგორც ჩვენ ბევრჯერ გვითქვამს, ჯერ ეკონომიკების გაძლიერების მხრივ უნდა მივაღწიოთ წარმატებას, ეს არის მთავარი მიზანი“, – წერს გრენელი.

შეხვედრა დაგეგმილი არ ყოფილა, რადგან ქვეყნებს შორის დიალოგის ორგანიზებაზე სერბეთსა და კოსოვოს შორის დიალოგში ევროკავშირის წარმომადგენელი, მიროსლავ ლაიჩაკი მუშაობს. ლაიჩაკი კოსოვოში 16 ივნისს ოფიციალური ვიზიტით ჩავა, სადაც ის პოლიტიკურ ლიდერებს შეხვდება.

დატოვე კომენტარი