დონალდ ტრამპმა მოძრაობა თალიბანთან სამშვიდობო მოლაპარაკებები გააუქმა
დონალდ ტრამპმა მოძრაობა თალიბანთან სამშვიდობო მოლაპარაკებები გააუქმა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოძრაობა თალიბანთან სამშვიდობო მოლაპარაკებები გააუქმა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა „ტვიტერში“ დაწერა. მისი თქმით, ავღანეთის პრეზიდენტთან და „თალიბანის“ ლიდერთან შეხვედრა იყო დაგეგმილი, თუმცა ის გაუქმდა. ამის მიზეზად ტრამპმა ქაბულში ორ სექტემბერს მოწყობილი თავდასხმა დაასახელა, რა დროსაც 16 ადამიანი და მათ შორის ერთი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა.

ტრამპის თქმით, თალიბანის წევრების დელეგაცია აშშ-ში უნდა ჩასულიყო და საიდუმლო შეხვედრა, პრეზიდენტის ერთ-ერთ რეზიდენციაში უნდა გამართულიყო.

მოძრაობა თალიბანთან სამშვიდობო მოლაპარაკებები 2018 წელს დაიწყო. მებრძოლები ავღანეთიდან ამერიკელი ჯარისკაცების გაყვანას ითხოვენ. საპასუხოდ ვაშინგტონი თალიბებისგან ავღანეთში უსაფრთხოებაზე პასუხიმგებლობის აღებას, ტერორისტულ დაჯგუფება „ალ ქაედასთან“ კავშირის გაწყვეტას და ავღანეთის ხელისუფლებასთან დიალოგის დაწყებას მოითხოვს.