დონალდ ტრამპმა ხუთ იმიგრანტს ნატურალიზაციის გზით აშშ-ის მოქალაქეობა მიანიჭა
დონალდ ტრამპმა ხუთ იმიგრანტს ნატურალიზაციის გზით აშშ-ის მოქალაქეობა მიანიჭა

აშშ-ის „რესპუბლიკური პარტიის“ ყრილობის მეორე დღეს, ქვეყნის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხუთ იმიგრანტს ნატურალიზაციის გზით აშშ-ის მოქალაქეობა მიანიჭა. ნატურალიზაციის ცერემონია თეთრ სახლში გაიმართა.

„თქვენ მიყვებოდით წესებს, იცავდით კანონს. თქვენ ისწავლეთ თქვენი ისტორია, მიიღეთ ჩვენი ღირებულებები და დაამტკიცეთ, რომ ხართ უმაღლესი პატიოსნების ქალები და მამაკაცები. თქვენ მოიპოვეთ ყველაზე ძვირფასი საგანძური, რომელიც სანუკვარია და ფასდაუდებელი მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას. მას ამერიკის მოქალაქეობა ეწოდება. არ არსებობს ამაზე დიდი პატივი და მაღალი პრივილეგია. ჩემთვის კი, დიდი პატივია, ვიყო თქვენი პრეზიდენტი“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა მას შემდეგ, რაც იმიგრანტებმა თეთრ სახლში ერთგულების ფიცი დადეს.

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ოპონენტები ხშირად აკრიტიკებენ მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკის გამო.