დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას ჩინეთთან სატარიფო შეთანხმების 90 დღით გახანგრძლივების შესახებ
დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას ჩინეთთან სატარიფო შეთანხმების 90 დღით გახანგრძლივების შესახებ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას ჩინეთთან სატარიფო შეთანხმების 90 დღით გახანგრძლივების შესახებ, – ამის შესახებ თეთრ სახლში განაცხადეს.

შეთანხმება 9 ნოემბრამდე იმოქმედებს.

სავაჭრო შეთანხმების თანახმად, რომელსაც ქვეყნებმა მაისში მიაღწიეს, აშშ-მა ჩინეთიდან იმპორტირებულ საქონელზე დაწესებული ტარიფები 145 პროცენტიდან 30 პროცენტამდე შეამცირა. ჩინეთმა კი აშშ-ის საქონელზე დაწესებული საპასუხო ტარიფები 125 პროცენტიდან 10 პროცენტამდე შეამცირა.

თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის პრეზიდენტმა კითხვაზე, გეგმავდა თუ არა ვადის გახანგრძლივებას, განაცხადა: „ვნახოთ, რა მოხდება“.

„ისინი საკმაოდ კარგად ურთიერთობენ ჩვენთან, ჩემი და პრეზიდენტ სი ძინპინის ურთიერთობა ძალიან კარგია“, – აღნიშნა ტრამპმა.