ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შვეიცარიაში, დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ვიზიტი გააუქმა. ამის შესახებ დონალდ ტრამპი მიკრობლოგ Twitter-ში წერს.
პრეზიდენტი მიზეზად საზღვრის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით დემოკრატებთან უთანხმოებას ასახელებს, რის გამოც აშშ-ის ბიუჯეტი დღემდე დამტკიცებული არ არის. დონალდ ტრამპი ბოდიშს უხდის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის წევრებს.
„საზღვრის უსაფრთხოებაზე დემოკრატების შეურიგებლობისა და ჩვენი ერისთვის უდიდესი მნიშვნელობის მქონე უსაფრთხოების გამო, დიდი პატივისცემით ვაუქმებ ჩემს ძალიან მნიშვნელოვან ვიზიტს მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე დავოსში, შვეიცარიაში“, – წერს დონალდ ტრამპი.