დონალდ ტრამპის სიტყვით გამოსვლის დროს თეთრ სახლთან შეტაკება მოხდა [ვიდეო]

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სიტყვით გამოსვლის დროს თეთრ სახლთან პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა. სამართალდამცველებმა ცრემლსადენი აირი გამოიყენეს.

დემონსტრანტები სკანდირებდნენ „არ ისროლოთ“, „თქვენ ხართ საფრთხე“.

აქტივისტები თეთრ სახლთან პოლიციის მხრიდან ძალადობისა და რასიზმის გასაპროტესტებლად შეიკრიბნენ.

აქციები აშშ-ის დედაქალაქში და სხვა ქალაქებში უკვე შვიდი დღეა გრძელდება. დემონსტრაციების ტალღა მინეაპოლისში პოლიციის მიერ ძალის გამოყენების შედეგად აფროამერიკელი მამაკაცის, ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების შემდეგ აგორდა.