დონალდ ტრამპის კორონავირუსზე ტესტის ბოლო პასუხები უარყოფითია
დონალდ ტრამპის კორონავირუსზე ტესტის ბოლო პასუხები უარყოფითია

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის „კოვიდ-19“-ის ტესტის ბოლო პასუხები უარყოფითია. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ პრეზიდენტის პირად ექიმზე, შონ კონლიზე დაყრდნობით ავრცელებს.

თეთრის სახლის განცხადებით, ექიმების გუნდი, ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციების სრული დაცვით მოქმედებდა, ბოლო კვლევების პასუხების მიხედვით კი პრეზიდენტი სხვებისთვის ვირუსის გადამცემი აღარ არის.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დღეს საარჩევნო კამპანიას დაუბრუნდა. ის ფლორიდაში ამომრჩევლებს შეხვდა. პრეზიდენტმა საარჩევნო კამპანია 2 ოქტომბერს, მას შემდეგ შეწყვიტა, რაც მას და მის მეუღლეს „კოვიდ-19“ დაუდასტურდათ.