კაია კალასი – „დიდი ოცეულის“ სამიტზე სერგეი ლავროვმა უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით ბევრი სიცრუე წარმოადგინა, ყალბი ნარატივი, რომელიც ჩვენ დავგმეთ

02:18, 31.10.2026

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ კაია კალასის განცხადებით, „დიდი ოცეულის“ სამიტზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით „ტყუილები წარადგინა“.

„ჩვენ ვსაუბრობდით დიდ გეოპოლიტიკურ კრიზისზე, მათ შორის უკრაინაზე და შეგვეძლო, პირდაპირ მიგვემართა სერგეი ლავროვისთვის. რა თქმა უნდა, მან ბევრი სიცრუე წარმოადგინა, ყალბი ნარატივი, რომელიც ჩვენ დავგმეთ“, – განაცხადა კალასმა.

მსგავსი