ფრანგული მედიის ცნობით, პარიზში 31 ოქტომბერს დაგეგმილი საპროტესტო აქციების გამო, 40-ზე მეტი მეტროსადგური დაიკეტება
Manifestation du 24 octobre Nouvelle journée de mobilisation Parcours du cortège : Porte d'italie/porte de Vincennes Photo au niveau du tram Maryse Bastié Paris 13ème Le 24/10/2026 Photo : Delphine Goldsztejn
საფრანგეთის დედაქალაქში, 31 ოქტომბერს დაგეგმილი მასშტაბური საპროტესტო აქციების გამო, მეტროს 40-ზე მეტი სადგური დაიკეტება. ფრანგული მედიის ინფორმაციით, შეზღუდვები ძირითადად პარიზის ცენტრალურ და აღმოსავლეთ რაიონებს შეეხება.
სატრანსპორტო კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, პირველი სადგურები დილის 05:30 საათიდან დაიკეტება.
შეფერხებებია მოსალოდნელი ტრამვაის გადაადგილებაშიც.
შეზღუდვები უკავშირდება 31 ოქტომბერს დაგეგმილ საპროტესტო დემონსტრაციებს.
პარიზის პოლიციის პრეფექტურა ბასტილიისა და ერის მოედნებს შორის მსვლელობის აკრძალვას მოითხოვდა, თუმცა ადმინისტრაციულმა სასამართლომ ორგანიზატორების მიერ შერჩეული მარშრუტი ძალაში დატოვა.