დონალდ ტრამპი - ვიქტორ ორბანს ვკითხე, შეეძლო თუ არა უკრაინას რუსეთის დამარცხება, ისე შემომხედა, თითქოს მითხრა, რა სულელური კითხვაა, ორბანი ძალიან ჭკვიანი კაცია, რომელიც ზოგს მოსწონს, ზოგს - არა
დონალდ ტრამპი - ვიქტორ ორბანს ვკითხე, შეეძლო თუ არა უკრაინას რუსეთის დამარცხება, ისე შემომხედა, თითქოს მითხრა, რა სულელური კითხვაა, ორბანი ძალიან ჭკვიანი კაცია, რომელიც ზოგს მოსწონს, ზოგს - არა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან საუბარი გამართა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომისა და მისი პოტენციური შედეგების შესახებ.

ტრამპის თქმით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ჰკითხა, შეეძლო თუ არა უკრაინას რუსეთის დამარცხება.

„ისე შემომხედა, თითქოს მითხრა: „რა სულელური კითხვაა“. მან თქვა: „რუსეთი უზარმაზარი ქვეყანაა და ისინი ბრძოლით იმარჯვებენ. ისინი იბრძვიან. სწორედ ამას აკეთებენ. ჩინეთი ვაჭრობით დაგამარცხებთ. რუსეთი ომით დაგამარცხებთ“. ეს ძალიან საინტერესო იყო“, – განაცხადა ტრამპმა.

როგორც ტრამპმა აღნიშნა, ორბანი „ძალიან ჭკვიანი კაცია, რომელიც ზოგიერთს მოსწონს, ზოგიერთს კი – არა“.