აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ რეპორტიორობა უდიდესი პროფესიაა. ABC News-ის ცნობით, ამის შესახებ ტრამპმა დამწყებ ჟურნალისტებთან თეთრ სახლში შეხვედრის დროს განაცხადა.
აშშ-ის პრეზიდენტი დაინტერესდა, შეხვედრის მონაწილეებიდან რომელი აპირებდა რეპორტიორობას. თანხმობის ნიშნად, ყველამ ხელი აწია.
„ყველას უნდა რეპორტიორობა, შეგიძლიათ, დაიჯეროთ? ეს მომავალია, არა? ესაა მომავალი. ეს არის უდიდესი პროფესია“, – აღნიშნა ტრამპმა.