დონალდ ტრამპი – რეპორტიორობა უდიდესი პროფესიაა

08:34, 28.04.2018

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ რეპორტიორობა უდიდესი პროფესიაა. ABC News-ის ცნობით, ამის შესახებ ტრამპმა დამწყებ ჟურნალისტებთან თეთრ სახლში შეხვედრის დროს განაცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტი დაინტერესდა, შეხვედრის მონაწილეებიდან რომელი აპირებდა რეპორტიორობას. თანხმობის ნიშნად, ყველამ ხელი აწია.

„ყველას უნდა რეპორტიორობა, შეგიძლიათ, დაიჯეროთ? ეს მომავალია, არა? ესაა მომავალი. ეს არის უდიდესი პროფესია“, – აღნიშნა ტრამპმა.

https://twitter.com/ABC/status/990063201264992263

მსგავსი