დონალდ ტრამპი - მე ამას მინიომს ვუწოდებ, ირანს აღარ ჰყავს საზღვაო ფლოტი, 159 გემი ჰყავდათ, რამდენი დარჩათ, ნული
დონალდ ტრამპი - მე ამას მინიომს ვუწოდებ, ირანს აღარ ჰყავს საზღვაო ფლოტი, 159 გემი ჰყავდათ, რამდენი დარჩათ, ნული

მე ამას მინიომს ვუწოდებ. მათ აღარ ჰყავთ საზღვაო ფლოტი, 159 გემი ჰყავდათ. რამდენი დარჩათ? ნული, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

თეთრ სახლში გამართულ ღონისძიებაზე აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ირანის საზღვაო ძალებმა მნიშვნელოვანი ზარალი განიცადეს. მისივე თქმით, აშშ-ს შეეძლო ზოგიერთი გემის „დატოვება“, მაგრამ სამხედროებმა მათი განადგურება არჩიეს.

„მე ვკითხე მათ: რატომ გაუშვით გემები ზღვის ფსკერზე? მე მათი შენარჩუნება მსურდა. მაგრამ ეს დეტალებია“, – განაცხადა ტრამპმა.