დონალდ ტრამპი - მაძლევენ ყალბი გამოკითხვის შედეგებს ირანთან ომზე, თქვეს, რომ მხოლოდ 32 პროცენტს მოსწონს ეს, მე თავად არ მომწონს ომი, მაგრამ ჩვენ საუკეთესოდ ვართ აღჭურვილები
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოკითხვის შედეგებს, რომლებიც ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების მიმართ მხარდაჭერის შემცირებას აჩვენებს, „ყალბი გამოკითხვები“ უწოდა.
„მაძლევენ ყალბი გამოკითხვის შედეგებს. გააკეთეს გამოკითხვა ირანთან ომზე და თქვეს, რომ მხოლოდ 32 პროცენტს მოსწონს ეს. მე თავად არ მომწონს ომი, მაგრამ ჩვენ საუკეთესოდ ვართ აღჭურვილები და მსოფლიოში ყველაზე ძლიერი არმია გვყავს“, – განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, გამოკითხვების დროს დასმული კითხვები მის მიმართ მიკერძოებულია.
„მათ, ამის ნაცვლად, უნდა ეკითხათ, უნდა მიეცეს თუ არა ირანს უფლება, ჰქონდეს ბირთვული იარაღი? მაგრამ ასეც რომ ეთქვათ, მაინც 32 პროცენტი იქნებოდა, რადგან გამოკითხვები ყალბია. ვგულისხმობ, რომ ისინი სრულიად ყალბია“, – განაცხადა ტრამპმა.
ამასთან, ტრამპის თქმით, მისი კრიტიკოსები ზედმეტად აჩქარებულად აფასებენ სიტუაციას.
„ახლა ომში ვართ. დაახლოებით ექვსი კვირაა გასული. ისინი ამბობენ: „რატომ გრძელდება ამდენ ხანს?“. ჩვენ ვიეტნამში 19 წელი ვიყავით, ერაყში – 10-12 წელი, კორეაში – შვიდი წელი. მეორე მსოფლიო ომზე კი აღარც ვსაუბრობ“, – აღნიშნა ტრამპმა.