დონალდ ტრამპი - კიმ ჩენ ინთან შეხვედრა შესანიშნავი იქნება
დონალდ ტრამპი - კიმ ჩენ ინთან შეხვედრა შესანიშნავი იქნება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი თვლის, რომ მისი და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის შეხვედრა შესანიშნავი იქნება.

„ამ წუთებში ინიშნება შეხვედრა ჩემსა და კიმ ჩენ ინს შორის. ვფიქრობ, რომ ის შესანიშნავი იქნება. ჩვენ მივალთ დიდი პატივსიცემით და ვნახავთ რა მოხდება“, – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.

ჯერ უცნობია, როდის შეხვედებიან ერთმანეთს დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი, თუმცა ცნობილია, რომ შეხვედრა მაისშია დაგეგმილი.