დონალდ ტრამპი - ჯო ბაიდენი ჩინეთის საოცნებო კანდიდატია
დონალდ ტრამპი - ჯო ბაიდენი ჩინეთის საოცნებო კანდიდატია

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ჩინეთს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება სურს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა.

„ჩინეთს ძალიან უნდა ჯო ბაიდენის გაპრეზიდენტება. მათ სურთ, დაიბრუნონ ის მილიარდობით დოლარი, რომელსაც აშშ-ს უხდიან და ბევრი სხვა რამ. ჯო ბაიდენი მათთვის იოლი სამიზნეა, ის მათი საოცნებო კანდიდატია“, – წერს დონალდ ტრამპი „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე.