დონალდ ტრამპი ჟურნალისტებს ურჩევს, ორი კვირა დაისვენონ და მოდუნდნენ
დონალდ ტრამპი ჟურნალისტებს ურჩევს, ორი კვირა დაისვენონ და მოდუნდნენ

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მედიას აკრიტიკებს.

როგორც დონალდ ტრამპი „ტვიტერზე“ წერს, გარკვეული მედიასაშუალებები მისი ადმინისტრაციის წარმატებებს არასწორად აშუქებენ და ყალბ ამბებს ავრცელებენ.

„ყალბი მედია ყოველდღიურად სულ უფრო გიჟი და უსინდისო ხდება. საოცარია იმის ხილვა, თუ როგორ ნამდვილად გაგიჟდა ზოგიერთ ადამიანი, რომელიც აშუქებს ჩემთან და ჩემი ადმინისტრაციის უდიდეს წარმატებასთან დაკავშირებულ ამბებს. მათი ყალბი ამბები წარმოშობს მრისხანებას და უთანხმოებას. აიღეთ ორი კვირა და დაბრუნდით დასვენებულები. მოდუნდით!“, – წერს დონალდ ტრამპი.