ირანის სულიერი ლიდერის მრჩეველი – ირანი, რუსეთთან ერთად თუ მის გარეშე, სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების შენარჩუნებაზე თავს პასუხისმგებლად მიიჩნევს
ირანი, რუსეთთან ერთად თუ მის გარეშე, თავს სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების შენარჩუნებაზე პასუხისმგებლად მიიჩნევს, ჯერ კიდევ კიროს დიდის დროიდან მოყოლებული, კავკასია ირანისთვის უსაფრთხოების ბუფერს წარმოადგენდა, – ამის შესახებ საერთაშორისო საკითხებში ირანის სულიერი ლიდერის, მოჯტაბა ხამენეის მჩეველმა, ალი აქბარ ველაიათიმ განაცხადა.
ირანის სულიერი ლიდერის მრჩეველმა მწვავედ გააკრიტიკა სოხმეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის პოლიტიკა ახალი დერეფნის მშენებლობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ფაშინიანისა და მისი მიმდევრების უსარგებლო ნაბიჯი ნამდვილად შეარცხვენს სომხეთის ღირსეულ ერს, რომელსაც ზომიერი და გონივრული პოლიტიკური ისტორია აქვს.
„სომხეთის ელჩს მკაფიოდ ვუთხარი საბოლოო სიტყვა: თუ ტრამპი და მისი მოკავშირეები ირანის ამ „წითელი ხაზის“ გადაკვეთას მოინდომებენ, ფეხებს დავამტვრევთ“, – აღნიშნა ალი აქბარ ველაიათიმ.
ირანის სულიერი ლიდერის მრჩევლის განცხადებით, სომხეთმა შესაძლოა არასწორად გათვალოს და იფიქროს, რომ რადგან რუსეთი უკრაინის ომშია ჩართული, ის ნაკლებად ზრუნავს სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოებაზე.
„ამჟამად სომხეთის პრემიერ-მინისტრის ურთიერთობები აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან, ირანთან, თურქეთთან და, შესაძლოა, მომავალში საქართველოსთანაც, არამყარი და არაპროგნოზირებადია. მისი უახლესი ნაბიჯი „ათასსახიანი ადამიანის“ (ტრამპის) უსაფუძვლო და გაუაზრებელი წინადადების მოწონებაა, რომელიც ზანგეზურის დერეფნისთვის „ტრამპის მარშრუტის“ სახელის დარქმევას ეხება“, – აღნიშნა ალი აქბარ ველაიათიმ.