ალენ სიმონიანი აცხადებს, რომ სომხეთმა არ უნდა შესწიროს თავი რუსეთ-უკრაინის ომს
სომხეთმა არ უნდა შესწიროს თავი რუსეთსა და უკრაინას შორის ომს, – ამის შესახებ სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა, ალენ სიმონიანმა განაცხადა.
სიმონიანის თქმით, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტისთვის სომხეთის რესპუბლიკის ინტერესების შეწირვა მისაღებად არ მიაჩნია.
„რატომ უნდა ვხელმძღვანელობდე სომხეთის რესპუბლიკას და, მაპატიეთ, რუსეთ-უკრაინის ომის სამსხვერპლოზე შევწირო ის? რა მიზნით? ამას არ ვეთანხმები და არ მგონია, აქ ვინმე დამეთანხმოს, რომ ჩვენ უნდა წავიდეთ და თავი მოვიკლათ, რადგან რუსეთი და უკრაინა ომში არიან“, – განაცხადა ალენ სიმონიანმა.
სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა აღნიშნა, რომ სომხეთი პატარა ქვეყანაა, რომელიც იძულებულია, გაითვალისწინოს არსებული გეოპოლიტიკური რეალობები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უარი უნდა თქვას საკუთარი არსებობისა და უსაფრთხოების უფლებაზე.
„მე კვლავ მაქვს კითხვები ჩემს რუსი კოლეგებთან: როგორ დაიწყო ომი 2020 წელს, რატომ გაგრძელდა ის 44 დღე, როგორ დაიხურა ლაჩინის დერეფანი და როგორ განდევნეს ჩვენი თანამემამულეები ყარაბაღიდან სომხეთში?“ – თქვა ალენ სიმონიანმა.