დონალდ ტრამპი - ჩვენ გავანადგურეთ შვიდი ნავი, ჰორმუზის სრუტეში ამ დროისთვის, სამხრეთ კორეული გემის გარდა, არანაირი ზიანი არ დაფიქსირებულა
დონალდ ტრამპი - ჩვენ გავანადგურეთ შვიდი ნავი, ჰორმუზის სრუტეში ამ დროისთვის, სამხრეთ კორეული გემის გარდა, არანაირი ზიანი არ დაფიქსირებულა

ჩვენ გავანადგურეთ შვიდი ნავი. ჰორმუზის სრუტეში ამ დროისთვის, სამხრეთკორეული გემის გარდა, არანაირი ზიანი არ დაფიქსირებულა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

დონალდ ტრამპის თქმით, „შესაძლოა, დროა, ოპერაციას სამხრეთ კორეა შეუერთდეს“.

„ირანმა რამდენიმე თავდასხმა განახორციელა სხვა ქვეყნებზე, მათ შორის, სამხრეთ კორეის სატვირთო გემზე. შესაძლოა, დროა, რომ ოპერაციას სამხრეთ კორეა შეუერთდეს. ჩვენ ჩავძირეთ შვიდი პატარა ნავი, ანუ როგორც ისინი უწოდებენ – „სწრაფი ნავები“. ეს არის ყველაფერი, რაც მათ დარჩათ. გარდა სამხრეთკორეული გემისა, ამ ეტაპზე ჰორმუზის სრუტეში მოძრაობისას არანაირი ზიანი არ დაფიქსირებულა“, – წერს ტრამპი.