დონალდ ტრამპი საუდის არაბეთისთვის F-35-ის ტიპის გამანადგურებლების მიყიდვას გეგმავს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ საუდის არაბეთისთვის F-35-ის ტიპის გამანადგურებლების მიყიდვას გეგმავს.
„ჩვენ ამას გავაკეთებთ. ჩვენ F-35-ებს გავყიდით. მათ ყიდვა სურთ. ისინი შესანიშნავი მოკავშირეები არიან. მათ ჩვენ ძალიან უნდა მოვწონდეთ. შეხედეთ ირანის სიტუაციას, რა გავაკეთეთ მათი განადგურების თვალსაზრისით – ჩვენ გავანადგურეთ მათი ბირთვული შესაძლებლობები. დიახ, მე ვიტყვი, რომ ჩვენ ამას გავაკეთებთ. ჩვენ F-35-ებს გავყიდით“, – განაცხადა ტრამპმა.
შეგახსენებთ, ხვალ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრ სახლში საუდის არაბეთის პრინცთან, მოჰამედ ბინ სალმანთან შეხვედრას გამართავს.